დღევანდელი, 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა და დოლარის ღირებულება კვლავ 2.8412 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.40 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 2.9276 ლარი შეადგინა.
0.06 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4683 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.99 თეთრი ღირს.