Trading Economics-ის 2024 წლის პროგნოზის თანახმად, ქართული ლარის კურსი მომდევნო 12 თვის განმავლობაში აშშ დოლარის მიმართ 2.77-ის ნიშნულზე იქნება.
Trading Economics ეროვნული ვალუტის კურსს გლობალური მაკრომოდელების ანალიზისა და ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით აფასებს.
პროგნოზის თანახმად, ამერიკული ვალუტის ღირებულება მიმდინარე წლის I კვარტალში 2,69 ლარი იქნება, II კვარტლის განმავლობაში საშუალოდ 2,71 ლარი ეღირება, III კვარტალში 2,74 ლარამდე გაიზრდება, ხოლო IV კვარტალში 2.77 ლარს მიაღწევს.
ქართული ლარის კურსმა დოლარის მიმართ ისტორიულ მინიმუმს 2020 წლის მარტში მიაღწია, როცა 1 აშშ დოლარი 3,47 ღირდა.
Trading Economics 196 ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზს აკეთებს. ასევე, აქვეყნებს ეკონომიკური ზრდის, გაცვლითი კურსის, საფონდო ბირჟის ინდექსების, სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავალსა და სამომხმარებლო ფასების პროგნოზები.