დღევანდელი, 14 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.13 თეთრი შეადგინა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7545 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.64 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1363 ლარი გახდა.
3,02 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ღირებულება 3.6318 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 7.24 თეთრი ღირს.