4 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.29 თეთრი გამყარდა. შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4858 ლარი გახდა.
ლარი ევროსთან მიმართებაში 0.25 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7488 ლარს შეადგენს.
1.05 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1244 ლარი გახდა.
თურქული ლირა 12.76 თეთრი ღირს.