28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებით უმნიშვნელოდ გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7418 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.51 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8907 ლარი შეადგინა.
ლარის კურსი გირვანქა სტერლინგთან (GBP) 1,37 თეთრით გაუფასურდა და 3.4719 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 7.92 თეთრი ღირს.