დღევანდელი, 10 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.48 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6729 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.33 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9038 ლარი გახდა.
1.18 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3, 3943 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.29 თეთრი ღირს.