დღევანდელი, 2-ელი თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 1.17 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6688 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.40 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9042 ლარს შეადგენს.
დღეს ლარის კურსი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ 2.18 თეთრით გაუფასურდა და მისი ფასი 3,4051 ლარია.
1 თურქული ლირა 8.76 თეთრი ღირს.