ლარის დოლართან გამყარების ტენდენცია კვლავ გრძელდება. 17 მარტის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში კიდევ 0.32 თეთრით გამყარდა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5800 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა 0.28 თეთრით გაუფასურდა ევროს მიმართ. შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7425 ლარს შეადგენს.
1.68 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1298 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსი 13.57 თეთრი ლარია.