31 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ 0.41 თეთრით გამყარდა. ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5563 ლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი ევროს მიმართაც გამყარდა, 0,6 თეთრით და მისი კურსი 2.7802 ლარი გახდა.
ლარი გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP). კუსთა შორის სხვაობამ 0.01 თეთრი შეადგინა. ბრიტანული გირვანქა სტერლინგის ფასი 3.1634 ლარი გახდა.
თურქული ლირა 13.32 თეთრი ღირს.