დღევანდელი, 8 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0,11 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7456 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 2.07 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1012 ლარს შეადგენს.
1,73 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ღირებულება 3.6495 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 7.11 თეთრი ღირს.