5 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.24 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4834 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებაში 1.11 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7377 ლარი გახდა.
0.77 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1321 ლარია.
თურქული ლირა 12.74 თეთრი ღირს.