2 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.29 თეთრი შეადგინა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4911 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 1.54 თეთრით გამყარდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7295 ლარს შეადგენს.
1.83 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP). ერთი გირვანქა სტერილინგის ფასი 3.1054 ლარია.
თურქული ლირა 12.79 თეთრი ღირს.