დღევანდელი, 13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.68 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8157 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.97 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9342 ლარს შეადგენს.
2.29 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5185 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 7.80 თეთრი ღირს.