დღევანდელი, 12 თებერვლის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.85 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8089 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.56 თეთრით გაუფასურდა, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9145 ლარს შეადგენს.
2.53 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4954 ლარი გახდა.
ერთი თურქული ლირა 7.78 თეთრი ღირს.