დღევანდელი, 18 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი 1 აშშ დოლარის მიმართ 0,32 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5197 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ლარი ევროს მიმართაც გამყარდა. კურსთა შორის ცვლილებამ 1,44 თეთრი შეადგინა და ერთი ევრო 2.7651 ლარი ღირს.
2.14 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1340 ლარი გახდა.
თურქული ლირა 12.99 თეთრი ღირს.