დღევანდელი, 13 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.18 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8292 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 3.19 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 2.8852 ლარი შეადგინა.
5.34 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4287 ლარია.
ერთი თურქული ლირა 7.97 თეთრი ღირს.