11 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში კვლავაც გამყარდა. ამჯერად, კურსის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5274 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი გამყარდა ევროს მიმართაც 0.05 თეთრით და შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7594 ლარს შეადგენს.
0.02 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1461 ლარია.
თურქული ლირა 13.10 თეთრი ღირს.