დღევანდელი, 11 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.11 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0,31 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9786 ლარი გახდა.
0,29 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5271 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.93 თეთრი ღირს.