10 აპრილის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.31 თეთრი შეადგინა და დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5299 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროს მიმართებითაც გამყარდა. კურსთა შორის სხვაობამ 0.56 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7599 ლარია.
0.54 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1459 ლარი გახდა.
თურქული ლირა 13.13 თეთრი ღირს.