დღევანდელი, 16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6903 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.82 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9566 ლარი გახდა.
1 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.4713 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.99 თეთრი ღირს.