დღევანდელი, 10 მაისის ვაჭრობის შედეგად, ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 0.42 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6755 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.25 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8837 ლარს შეადგენს.
0,55 თეთრით დაეცა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3,3527 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.29 თეთრი ღირს.