დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.46 თეთრი შეადგინა. შემდეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5517 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროს მიმართაც. კურსთა შორის ცვლილებამ 0.68 თეთრი შეადგინა. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7734 ლარი გახდა.
ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP) 0.87 თეთრით გამყარდა. ერთი გირვანქა სტერლინგი 3.1547 ლარი ღირს.
თურქული ლირას ფასი 13.29 თეთრს შეადგენს.