13 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.32 თეთრი შეადგინა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5229 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი დღესაც გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში, 1.90 თეთრით და ერთი ევროს ღირებულება 2.7795 ლარს შეადგენს.
1.80 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1554 ლარი გახდა.
თურქული ლირა 13.10 თეთრი ღირს.