დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში ისევ გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა. შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,5461 ლარს შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროს მიმართ გაუფასურდა. კურსთა შორის ცვლილებამ 0.67 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7801 გახდა.
ლარი გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთანაც (GBP). ერთი გირვანქა სტერლინგი უკვე 3.1829 ლარი ღირს.
თურქული ლირას ფასი 13.24 თეთრს შეადგენს.