ლარი აშშ დოლარის მიმართ კიდევ გამყარდა. ამჯერად კურსთა შორის სხვაობამ 0.51 თეთრი შეადგინა. 30 მარტის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5604 ლარი გახდა.
ლარი გაუფასურებას აგრძელებს ევროს მიმართ. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროპულ ვალუტასთან მიმართებაში კიდევ 0.11 თეთრით დაეცა და ერთი ევროს ღირებულება 2.7862 გახდა.
ლარი გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან. კურსთა შორის სხვაობამ 0,42 თეთრი შეადგინა და ერთი გირვანქა სტერლინგი 3.1624 ლარი ღირს.
ერთი თურქული ლირა 13, 36 თეთრი ღირს.