დღევანდელი, 15 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.02 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.8446 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 1.40 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ღირებულებამ 2.9322 ლარი შეადგინა.
1.17 თეთრით გუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.4778 ლარია.
ერთი თურქული ლირა 8.02 თეთრი ღირს.