25 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.26 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5046 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.15 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7618 ლარია.
ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP) 0.21 თეთრით გამყარდა. ერთი გირვანქა სტერლინგის ფასი 3.1237 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა 12.92 თეთრი ღირს.