თბილისის დროით 12:20 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე ერთი დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება. სებ-ის მიერ 10 ივნისს დადგენილი ოფიციალური კურსით კი ერთი დოლარის ღირებულება 2.8490 ლარია.
კომერციულ ბანკებში, ამ დროისთვის დოლარის ღირებულება 2.7850-დან 2.9600 ლარამდე მერყეობს.
უფრო დეტალურად:
- „საქართველოს ბანკში“ 1 ამერიკული დოლარის შეძენა მოქალაქეებს 2.9100 ლარად, მისი გაყიდვა კი 2.8100 ლარად შეეძლებათ.
- „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9250 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა – 2.8050 ლარად.
- „ხალიკ ბანკში“ 1 დოლარის ღირებულება 2.9050 ლარია, მის გაყიდვას კი მოქალაქეები 2.8150 ლარად შეძლებენ.
- 2.9600 ლარი ღირს 1 დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, მისი გაყიდვა კი მოქალაქეებს 2.7600 ლარად შეეძლებადთ.
- „ბაზისბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 2.9050 ლარად არის შესაძლებელი, გაყიდვა – 2.8050 ლარად.
1-ლი მაისიდან დღემდე ლარი დოლართან მიმართებით 16.4 თეთრით, ევროსთან მიმართებით კი 17.8 თეთრით არის გაუფასურებული. 1-ელ მაისს სებ-ის მიერ დადგენილი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.6849 ლარი იყო, დღევანდელი ოფიციალური კურსით კი 2.8490 ლარია. რაც შეეხება ევროს კურსს, მაისის დასაწყისში ის 2.8804 ლარი ღირდა, 10 ივნისს სებ-ის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით კი ერთი ევრო 3.0584 ლარია.