5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 1.26 თეთრით გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.6209 შეადგინა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარი 3.53 თეთრით გამყარდა ევროს მიმართ და ერთი ევროს ღირებულება 2.8023 გახდა.
5.38 თეთრით გამყარდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან და მისი ოფიციალური გაცვლითი კურსი 3.2473 გახდა.
თურქული ლირა 12.37 თეთრი ღირს.