8 მაისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კურსის ცვლილებამ 0.04 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, ერთი დოლარის ღირებულება 2.4830 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებაში 0.53 თეთრით გაუფასურდა და ერთი ევროს ოფიციალურმა ღირებულებამ 2.7430 ლარი შეადგინა.
1.19 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.1440 ლარი გახდა.
თურქული ლირა 12.73 თეთრი ღირს.