20 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში გამყარდა, ხოლო ევროსთან გაუფასურდა. ეს ტენდენცია ბოლო პერიოდში ნარჩუნდება.
დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.37 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5763 ლარი გახდა.
ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 1.39 თეთრით გაუფასურდა და შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7564 ლარი გახდა.
1.48 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP). ბრიტანული ვალუტის ფასი 3.1446 ლარს შეადგენს.
თურქული ლირას კურსი 21 მარტის 5 საათამდე 13.55 თეთრი იქნება.
100 რუსული რუბლი 3.3416 ლარი ღირს.