დღევანდელი, 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლარის მიმართ 0.96 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6153 ლარი გახდა.
ლარი ევროს მიმართაც გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 1.25 თეთრი შეადგინა და ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8261 ლარია.
0.33 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP) და ბრიტანული ვალუტის ფასი 3.3078 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა 11.11 თეთრი ღირს.