დღევანდელი, 17 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. კურსის ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,6595 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.06 თეთრით გამყარდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2,8911 ლარს შეადგენს.
1.45 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის (GBP) მიმართ, რომლის ფასი 3,3704 ლარია.
1 თურქული ლირა 8.83 თეთრი ღირს.