დღევანდელი, 4 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.50 თეთრი შეადგინა, რის შემდეგაც 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6956 ლარი გახდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ლარი ევროსთან მიმართებით 0.93 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2,9792 ლარი გახდა.
0,52 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანული გირვანქა სტერლინგის მიმართ (GBP), რომლის ფასი 3.5350 ლარი გახდა.
თურქული ლირა 7.92 თეთრი ღირს.