21 მარტის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში უმნიშვნელოდ, სულ რაღაც 0,01 თეთრით გამყარდა. შედეგად, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5762 ლარია.
ლარი ევროსთან ისევ გაუფასურდა, 1,53 თეთრით. ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7717 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 0,20 თეთრით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან (GBP). ბრიტანული ვალუტის ფასი 3.1564 ლარს შეადგენს
თურქული ლირას კურსმა 13.54 თეთრი შეადგინა.