დღევანდელი, 7 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ლარი აშშ დოლართან მიმართებით 0.36 თეთრით გამყარდა და ერთი ამერიკული დოლარის ღირებულებამ 2.6137 ლარი შეადგინა.
მცირედით – 0.09 თეთრით გაუფასურდა ლარი ევროსთან მიმართებით, რომლის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8001 გახდა.
ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებით ლარი 0.62 თეთრით გაუფასურდა და ბრიტანული ვალუტის კურსი 3.2551 ლარს შეადგენს.
ერთი ლირა 11.28 თეთრი ღირს.