ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 22 მარტის ვაჭრობის შედეგად, ისევ გამყარდა. დოლარის მიმართ კურსის ცვლილებამ 0.08 თეთრი შეადგინა. ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5754 ლარი გახდა.
ლარი კვლავ გაუფასურდა ევროსთან მიმართებაში, ამჯერად ცვლილება 0.61 თეთრი იყო. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7778 ლარია.
მცირედით გაუფასურდა ლარი ბრიტანულ ფუნტ სტერლინგთან(GBP), რომლის ფასი 3.1644 ლარი გახდა.
თურქული ლირას კურსი 13.52 თეთრს შეადგენს.