იანვარში კომერციულ ბანკებში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთმა მოიმატა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ანაბრებზე დარიცხულმა საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 8.10% შეადგინა.
მათ შორის, პროცენტი გაზრდილია ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე და კომერციული ბანკები საშუალოდ 10.60%-იან სარგებელს არიცხავენ.
რაც შეეხება უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებს, დეკემბრის თვესთან შედარებით განაკვეთი შემცირდა და ის 2.05%-მდეა.
ცნობისთვის, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი განაკვეთი 7,55% იყო. მათ შორის, ლარში განთავსებულ დეპოზიტებზე 10,79% (ნოემბერში 10,93%-ს შეადგენდა).
ხოლო უცხოურ ვალუტაში საშუალო განაკვეთი 2,18%-ს შეადგენდა(ნოემბერში განაკვეთი საშუალოდ 1,68% იყო).