კრედიტინფოს სიას 2023 წლის მარტში 15 406 ახალი მსესხებელი დაემატა, რომლებსაც ვადაგადაცილება დაუფიქსირდათ. ამ ადამიანებს მიმდინარე კრედიტის დროულად დაფარვა გაუჭირდათ და, შესაბამისად, კრედიტინფოს პრობლემური მსესხებლების სიაში შეიყვანეს.
კრედიტინფოს მიმდინარე წლის 31 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში აქტიური უნიკალური მსესხებლების რაოდენობა 1.93 მილიონამდე შეადგენს. ხოლო მიმდინარე ვადაგადაცილებული (30 დღიდან 3 წლამდე ვადით) კონტრაქტები 226,359 უნიკალურ მსესხებელს (ანუ 11.7%-ს) უფიქსირდება.
სულ 1,93 მილიონამდე მსესხებელს 40,3 მილიარდ ლარზე მეტი სესხი აქვს კომერციული ბანკებიდან აღებული.
კრედიტინფო საკრედიტო-საინფორმაციო ბიუროა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლების საკრედიტო ინფორმაციის შეგროვება და მისი მიწოდება საკრედიტო თუ სხვა ტიპის ორგანიზაციებისთვის.