შაბათი, ივნისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

კონკურენციის სააგენტომ ოთხი ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევა დაიწყო

ავტორი Nona
12:01, 27 მარტი, 2023
- ბიზნესი, სიახლეები
კონკურენციის სააგენტო, კონცენტრაცია, კომპანიების გაერთიანება,

კონკურენციის სააგენტო

გაზიარებაგაზიარება

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ოთხი ფარმაცევტული კომპანიის მიმართ  დაიწყო. სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება ბოლო პერიოდში, ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტების იმპორტიორი, რეალიზატორი კომპანიების მხრიდან ფასების მკვეთრ ზრდას და სავარაუდო, იდენტური ფასწარმოქმნის დაწესებას.

კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების დადგენის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს ჯარიმას, დამრღვევისთვის წინა ფინანსური წლის ბრუნვის 5%-მდე ოდენობით.

მოკვლევას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია და განცხადებები, ფარმაცევტული კომპანიების ქმედებების კონკურენციის კანონმდებლობასთან თავსებადობასთან დაკავშირებით.

მოკვლევა ორი მიმართულებით დაიწყო, რაც დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებასა და კონკურენციის შესაძლო შემზღუდველ შეთანხმებებს (ე.წ. კარტელური გარიგებები) გულისხმობს.

სააგენტო განმარტავს, რომ კომპანიებს, რომელთა მიმართ მოკვლევა მიმდინარეობს და, ასევე, ფარმაცევტულ ასოციაციებს, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საშუალება ექნებათ პროცესში საკუთარი პოზიციები/ახსნა-განმარტებები წარმოადგინონ.

ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი კონკურენციის სააგენტომ 2022 წელსაც ჩაატარა. როგორც სააგენტო განმარტავს, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 13 რეკომენდაცია გასცა, რომლებიც აღსრულების პროცესშია. აქედან, სრულად ან ნაწილობრივ 7 რეკომენდაცია შესრულდა.

„ამავე პერიოდში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თურქეთის რესპუბლიკიდან მედიკამენტების პარალელური იმპორტის მექანიზმი ამოქმედდა. შედეგად, ხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, ხოლო გაზრდილი ფინანსური ხელმისაწვდომობის შედეგად, საცალო ბაზარზე მომხმარებელმა, დაახლოებით 250 მილიონი ლარის დანაზოგი გააკეთა. რეფერენტული ფასწარმოქმნის და ბაზარზე განხორციელებული/მიმდინარე რეფორმის პირობებში მოსალოდნელია აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა“, – ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის, სააგენტო მოკვლევის 4 საქმეს განიხილავს – შეთანხმებული ქმედების, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან, კონკურენციის შეზღუდვის სავარაუდო შემთხვევებს. 2023 წელს, უწყებამ ერთი მოკვლევა დაასრულა და ადმინისტრაციული უწყების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი დაადგინა.

ინფორმაციისთვის: საქმის მოკვლევის დაწყებიდან არაუგვიანესკონკურენციის სააგენტო 6 თვის ვადაში სააგენტო შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს. საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მოკვლევის პროცესი შეიძლება 18 თვემდე გაგრძელდეს.

თეგები: კონკურენციის სააგენტოსაქართველოს მთავრობაფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია

დაკავშირებული სიახლეები

აფთიაქში, ფარმაცევტი, მედიკამენტები
ბიზნესი

საქართველოში მოქმედი უმსხვილესი სააფთიაქო ქსელების მოგების მარჟა 30%-ს აღწევს

16:15, 9 იანვარი, 2025
ირაკლი კობახიძე
ეკონომიკა

არჩევნების წინ მთავრობა ბიუჯეტს ზრდის – ხელფასები ემატებათ პედაგოგებს

11:48, 17 ივნისი, 2024
მაიკლ როთი
საზოგადოება

მიხაელ როთი წერს, რომ საქართველოს მთავრობამ ევროველ დიპლომატებთან შეხვედრაზე უარი თქვა

14:39, 14 მაისი, 2024
პორტალი, რეპსოლი, ექსა, ნავთობპროდუქტების ბაზარი, საწვავის სარეალიზაციო ქსელი, კონკურენციის სააგენტო
ბიზნესი

საწვავით მოვაჭრე კომპანიები პორტალი, რეპსოლი და ექსა ერთიანდებიან

15:21, 19 მარტი, 2024

ბოლო სიახლეები

დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

3 საათის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

6 საათის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

8 საათის-ის წინ
ლარი მიმოქცევაში

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 დღის-ის წინ
ელისო

14 ივნისი პრემია „ელისოს“ დღეა – გამარჯვებულების გამოსავლენად ყველაფერი მზად არის

1 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved