საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის, ნათია კუკულაძის, ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.
ორგანიზაციის შეფასებიდან ირკვევა, რომ ნათია კუკულაძემ 2022 და 2023 წლებში შევსებულ დეკლარაციებში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი, უძრავი ქონება და ინფორმაცია მისი მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.
- კუკულაძესა და მის მეუღლეს ეკუთვნით 5 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:
– ბინა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე – 124.75 კვ.მ
– ავტოსადგომი თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე – 15.05 კვ.მ
– ბინა თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე – 117.04 კვ.მ
– სარდაფი თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე – 12.88 კვ.მ
– ბინა თბილისში, საკანდელიძის ქუჩაზე – 68.90 კვ.მ
- კუკულაძეს დეკლარაციებში ასევე არ აქვს მითითებული ინფორმაცია მეუღლის, ოთარ ლორთქიფანიძის, სამეწარმეო საქმიანობის შესახებ:
– შპს ატრიუმი – დირექტორი
– სს მუხიანი რესიდენსი – დირექტორი, წილი 100%
– შპს ლილო პროექტი – დირექტორი, წილი 25%
- კუკულაძემ დამალა ხელფასი, რომელსაც ის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობიდან იღებს. ინფორმაციისთვის, მარეგულირებელი კომისიის წევრების ანაზღაურება ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ქვეყანაში. 2020 წლის ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, კომისიის წევრის საშუალო თვიური ანაზღაურება 15 ათას ლარს აღემატება.
კუკულაძე, როგორც თანამდებობის პირი, ვალდებულია ყველა ეს ინფორმაცია ასახოს დეკლარაციაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს შეისწავლოს კუკულაძის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.