ორშაბათი, ივნისი 16, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

კომუნიკაციების კომისია 5G-ის დასანერგად აუქციონს გამოაცხადებს 

ავტორი Nona
18:01, 6 აპრილი, 2023
- ბიზნესი, სიახლეები
კომუნიკაციების კომისია 5G-ის დასანერგად აუქციონს გამოაცხადებს 

mobilit

გაზიარებაგაზიარება

საკომუნიკაციო ბაზარზე მალე 5G ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ინტერნეტ ბაზარზე 5G-ის დასანერგად აუქციონს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს და კომპანიებს სიხშირეების შეძენას შესთავაზებს. აუქციონის პირობებთან დაკავშირებით უკვე დაიწყო საჯარო კონსულტაციები.

საჯარო კონსულტაციების მიზანია, აუქციონის გამოცხადებამდე ყველა დაინტერესებულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები.

მე-5 თაობის ინტერნეტის დასანერგად, აუქციონი 23 ლოტზე გამოცხადდება. აუქციონებზე კომისია 700, 3400-3700 და 2600 მეგაჰერცის დიაპაზონების სიხშირულ ზოლებს გამოიტანს. ასევე, დამატებით დაგეგმილია 800 მეგაჰერცის ზოლის გამოტანა.

5G – ეს არის უსადენო ახალი თაობის ინტერნეტტექნოლოგია, რომელიც უკვე არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდის მობილური ინტერნეტის სიჩქარეს. შეამცირებს დაყოვნებას და სრულიად ახალ საფეხურზე გადაიყვანს ჯანდაცვის, განათლების, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და სხვა სექტორებს.

კომისია 5G-ის დანერგვას 2022 წლიდან აპირებდა. მაშინ ეს გადაწყვეტილება მობილურმა ოპერატორებმა ნაადრევად მიიჩნიეს და გადავადება მოითხოვეს.

2021 წლის ბოლოს, კომუნიკაციების კომისიის ინიციატივის გაცნობისას, მაგთის დამფუძნებელმა გია ჯოხთაბერიძემ განაცხადა, რომ კომპანიებს 5G-ის დასანერგად საკმარისი სახსრები არ ჰქონდათ და 2023-2024 წლისთვის იქნებოდნენ მზად.

რა მოეთხოვებათ კომპანიებს, რომლებიც 5G-ისთვის საჭირო სიხშირე ექნებათ

კომპანიებმა, რომლებიც 5G-ის დანერგვისთვის საჭირო სიხშირეს მოიპოვებენ, ქსელის განვითარებასთან ერთად, მობილური ვირტუალური ოპერატორი – MVNO საკუთარ ქსელზე უნდა დაუშვან. კერძოდ, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება აწარმოოს მოლაპარაკებები შესაბამის ქსელზე დაშვების ყველა მსურველ MVNO ოპერატორთან, სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით. ეს 5G სიხშირის მოსაპოვებლად ყველა ლოტზე აუცილებელი წინაპირობაა.

ოპერატორები, რომლებიც მოიპოვებენ მოცემულ სიხშირეებს, ვალდებული იქნებიან 5G ქსელით ეტაპობრივად დაფარონ საქართველოს მჭიდროდ დასახლებული პუნქტები, ტურისტული ზონები, პორტები, აეროპორტები, რკინიგზა და ძირითადი საავტომობილო გზები შემდგომი 3-7 წლის განმავლობაში.

2600 და 3600 მეგაჰერცის სიხშირეები უზრუნველყოფს ინტერნეტის სიჩქარის რამდენჯერმე გაზრდას მსხვილ დასახლებულ პუნქტებში. ხოლო 700 და 800 მეგაჰერცის სიხშირეები ძირითადად გამოყენებული იქნება მოსახლეობის ნაკლები სიმჭიდროვის მქონე დიდი სივრცეების დასაფარად.

რა ეღირება 5G სიხშირე

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოცხადდება ოთხი აუქციონი ოთხ კომბინირებულ აბსტრაქტულ ლოტზე, რომლებიც ერთმანეთისგან დაფარვის ვალდებულებებით და ფასით განსხვავდებიან. ოთხივე კომბინირებული აბსტრაქტული ლოტი სიხშირული სპექტრის ორი განსხვავებული დიაპაზონის ზოლებისგან  შედგება და დასახლებული პუნქტების დაფარვის სხვადასხვა ვალდებულებას ითვალისწინებს, რაც შესაბამისად განაპირობებს რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის განსხვავებულ საწყის საფასურს. პირველი კომბინირებული ლოტის საწყისი საფასური  4 984 000 ლარი იქნება, მე-2 კომბინირებული ლოტის – 2 530 900 ლარი, მე-3 კომბინირებული ლოტის – 2 593 800  ლარი,  მე-4 კომბინირებული ლოტის კი – 2 656 700  ლარი.

გარდა 4 კომბინირებული ლოტისა, აუქციონი დამატებით კიდევ ცალკე მდგომ 19 ლოტზე გამოცხადდება. ყველა ლოტის ფასი განსხვავებულია სიხშირული სპექტრის დიაპაზონისა და ზოლის სიგანის  მიხედვით. ცალკე მდგომ ლოტებზე აუქციონებში მონაწილეობის უფლება ექნება მხოლოდ იმ პირს, რომელიც გამოცხადდება გამარჯვებულად კომბინირებულ ლოტებზე გამოცხადებული აუქციონებიდან ერთ-ერთში მაინც.

კომუნიკაციების კომისიის განმარტებით, მათ ევროკომისიის რეკომენდაციით, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის საფასური შეამცირეს.

სიხშირული რესურსის საფასური კი ე.წ. დიდ ოთხეულში შემავალ კომპანია
Ernst & Young-ის ექსპერტებთან ერთად შეიმუშავა.

თეგები: 5G ინტერნეტიაუქციონიგია ჯოხთაბერიძეკომუნიკაციების ეროვნული კომისიამაგთი

დაკავშირებული სიახლეები

თიბისი, MyMagti
ბანკები და ფინანსები

შეიძინე მაგთის “ყველაფერი ულიმიტო“ პაკეტები თიბისის ბარათებით და დაიბრუნე 30% ქეშბექი მომენტალურად

15:43, 15 აპრილი, 2025
მაგთი
ბიზნესი

საეჭვო დაზიანება მოხდა სარეზერვო არხის სამ წერტილში- “მაგთი” სერვისის შეფერხების მიზეზებზე

10:38, 28 იანვარი, 2025
5G  ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი გამოაცხადა 
ბიზნესი

“მაგთიმ“ 5G-ის დასანერგად 149 მილიონი ლარის სიხშირეები შეიძინა  

13:00, 23 ოქტომბერი, 2024
5G  ტექნოლოგიის დასანერგად კომუნიკაციების კომისიამ აუქციონი გამოაცხადა 
ბიზნესი

კომუნიკაციების კომისია 5G-ის დასანერგად ერთი წლის შემდეგ აუქციონს ხელახლა აცხადებს

18:31, 9 აგვისტო, 2024

ბოლო სიახლეები

JPMorgan

Forbes Global 2000-ის ლიდერი JPMorgan-ია – მსოფლიოს უდიდესი კომპანიების რეიტინგი 

23 წუთი-ის წინ
პრემია ელისო

პრემია „ელისოს“ 2025 წლის გამარჯვებული კინემატოგრაფები გურჯაანში გამოვლინდნენ

22 საათის-ის წინ
დონალ ტრამპი

კრიპტოვალუტა, გოლფის კლუბები, ჰონორარები – ტრამპმა $1,6 მილიარდის აქტივი დაადეკლარირა

2 დღის-ის წინ
თიბისი, ბიზნესდაჯილდოება

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე რეგისტრაციის დასრულებამდე 1 დღე რჩება

2 დღის-ის წინ
ჩინური ელექტრომობილები

მაისში ჩინური ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები 24%-ით გაიზარდა

2 დღის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin X-twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2025 All Rights Reserved