ბარბის მწარმოებელმა კომპანია Mattel-მა წარმოადგინა ახალი თოჯინა, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე გოგონას ასახავს.
კომპანიის ინფორმაციით, თოჯინა დაუნის სინდრომის საერთაშორსო ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა.
„ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელსაც პირველად შეუძლია ითამაშოს ბარბის თოჯინასთან, რომელიც მათ ჰგავს. ეს არის უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯი ინკლუზიის მიმართულებით და ჩვენ ამ მოვლენას განსაკუთრებულად აღვნიშნავთ“, – განაცხადა დაუნის სინდრომის ასოციაციამ.