საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით 682 152 ადამიანი სარგებლობს, რაც ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 18%-ს შეადგენს.
ერთ წელიწადში კერძო კომპანიებში დაზღვეულთა რაოდენობა დაახლოებით 44 ათასით გაიზარდა. წინა წელს კერძო დაზღვევით 637 953 სარგებლობდა, რაც მოსახლეობის 17%-ს შეადგენდა.
სტატისტიკურ მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.
2022 წელს საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა სულ 909,6 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, რაც თითქმის 23%-ით მეტია გასულ წელს მოზიდული პრემიის მოცულობაზე (741 208 მილიარდი).
მათ მიერ ჯანმრთელობის დაზღვევის სეგმენტში მოზიდულმა პრემიამ კი 375,4 მლნ. ლარი შეადგინა.
ამ სეგმენტში ბაზრის ლიდერია ჯი პი აი ჰოლდინგი. ის ბაზრის 26%-ს (2021 წელს ჰქონდა 28%) იკავებს, მეორე ადგილზეა იმედი-L და არდი 18-18%-ით (2021 წელს იმედი-L-ს ბაზრის 20% ეკავა, არდის – 16%), მომდევნო ადგილზე თიბისი დაზღვევაა 8%-ით, ირაო 7%-ით მეხუთე ადგილზეა.