კახოვკის ჰესის აფეთქების გამო უკრაინა ხორბლის მოსავლის 10%-ს დაკარგავს. ასევე, მნიშვნელოვანი პრობლემებია მოსალოდნელი ნესვის, ბოსტნეულის, კენკრის, ხილის წარმოებაში. ასეთ პროგნოზს აკეთებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელჩი ოლგა ტროფიმცევა, რომელიც 2019 წელს აგრარულ პოლიტიკისა და სურსათის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იყო.
მისი თქმით, დაწყებული წყალდიდობის გამო შემდგომში დაიტბორება სამხრეთით არსებული ნათესი ფართობებიც. ასევე აღნიშნა, რომ, მიუხედავად ყველა სირთულისა, უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტი კარგ დინამიკას აჩვენებს, მაშინაც კი, როცა „მარცვლეულის დერეფანი“ სტაბილურად ვერ ფუნქციონირებს.
ხერსონის რეგიონი შიდა ბაზრისთვის ბოსტნეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი იყო. მოყვანილი პროდუქტი გადიოდა ექსპორტზეც.
კახოვკის ჰესის კაშხალი რუსმა აგრესორებმა 5-6 ივნისის ღამეს ააფეთქეს, რის შედეგადაც 80-მდე დასახლება წყალდიდობის ზონაში აღმოჩნდა. ტერიტორიიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. დროებით ოკუპირებული ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროზე ვითარება კრიტიკულია, რადგან რუსმა სამხედროებმა იქ მშვიდობიანი მოსახლეობა ვერ გადაარჩინეს.
Ukrhydroenergo-ს განცხადებით, სადგურის პირვანდელ მდგომარეობამდე აღდგენა შეუძლებელია, რადგან ჰესის ძრავა მთლიანად განადგურებულია.