ოთხშაბათი, მაისი 14, 2025

Business Research Group

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
EnglishGeorgian
Markets today by TradingView
34 °c
Tbilisi
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
        • საცხოვრებელი პრემიუმი
      • კომერციული
        • კომერციული პრემიუმი
      • მიწის ნაკვეთი
        • მიწის ნაკვეთი პრემიუმი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
მთავარი ბიზნესი

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას”: ბიზნესასოციაციების განცხადება

ავტორი Nona
15:45, 29 ნოემბერი, 2024
- ბიზნესი, იყიდება/ქირავდება, სიახლეები
ევროკავშირი, კანდიდატის სტატუსი

ფოტო: მთავარი არხი

გაზიარებაგაზიარება

13 ბიზნესასოციაცია კატეგორიულად არ ეთანხმება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და საკუთარ პოზიციას სპეციალური განცხადების სახით ავრცელებს.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო, ICC Georgia, EBA Georgia, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, გერმანული ბიზნეს ასოციაცია, აშშ-ის სავაჭრო პალატა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და ICDC.

აღნიშნული ბიზნესასოციაციების ერთობლივი განცხადების ტექსტს BRG უცვლელად გთავაზობთ:

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით, “ქართული ოცნების’ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ქმნის დიდ რისკს, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა, რაც რეგიონში ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური ცვლილებები შედეგად წარმოიშვა.

გუშინდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის მთელი საზოგადოების მიერ ათწლეულების მანძილზე გაწეულ სამუშაოს და წარმოადგენს ბოლო თვეების მანძილზე ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების პროცესის კულმინაციას. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს საქართველოს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას დასავლელი პარტნიორებისაგან. ეს პარტნიორობა კი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ეკონომიკის, დემოკრატიისა და უსაფრთხოებისათვის.

ჩვენ, როგორც ბიზნეს ასოციაცია, კარგად ვაცნობიერებთ იმ ეკონომიკურ გავლენას, რაც ამ ცვლილებას შესაძლოა ჰქონდეს. მოკლევადიან პერიოდში, ამ პოლიტიკას ექნება მნიშვნელოვანი ნეგატიური ეკონომიკური გავლენა და შესაძლოა, გამოიხატოს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაში, რაც უარყოფითად აისახება ოჯახების უდიდეს რაოდენობაზე. უფრო გრძელვადიან პერიოდში, ზეგავლენა კიდევ უფრო ხელშესახები იქნება.

თითოეულ კანდიდატ ქვეყანაში, ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა როგორც ინვესტიციების, ისე ვაჭრობის კუთხით. ამან უმნიშვნელოვანესი შედეგები აჩვენა, მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესების და შვილებისა და შვილიშვილების თაობისთვის შესაძლებლობების ზრდის კუთხით.

ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმით, საქართველო რისკავს ხელიდან გაუშვას თავისი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ევროპულ ოჯახში მართებული დაბრუნება მრავალი თაობის მოქალაქის ისტორიული არჩევანია, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.

ამ გზის უარყოფა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილს. ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნის მდგრადი განვითარების, კეთილდღეობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად”, – წერია განცხადებაში.

თეგები: ბიზნესასოციაციების განცხადებაევროინტეგრაციაევროკავშირში გაწევრიანებაქართული ოცნება

დაკავშირებული სიახლეები

საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება

„ქართულმა ოცნებამ“ აკრძალა გრანტების მიღება/გაცემა მთავრობის ნებართვის გარეშე

15:04, 16 აპრილი, 2025
საქართველოს პარლამენტი
საზოგადოება

“ოცნებამ” მესამე მოსმენით მიიღო FARA და შეცვალა მედიის კანონი

14:16, 1 აპრილი, 2025
სომხეთი ევრიკავშირში გაწევრიანება
საზოგადოება

სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა

12:44, 26 მარტი, 2025
ებრაჰიმ რაისის დაკრძალვა, საქართველო-ირანის ეკონომიკური ურთიერთობა
ეკონომიკა

ბოლო 12 წელში საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები ირანთან მნიშვნელოვნად გაიზარდა: TI

10:04, 10 მარტი, 2025

ბოლო სიახლეები

ლარი, ლარის კურსი

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

4 საათის-ის წინ
სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

სელფი მობაილი 4GB ფესტივალის სპონსორია

7 საათის-ის წინ
თიბისი, მთავარია გჯეროდეს

შენ იცი, მთავარია გჯეროდეს – თიბისის გზავნილი ახალ თაობას

8 საათის-ის წინ
ომი უკრაინაში

 რუსეთი ახალი შეტევისთვის ემზადება და მის შენიღბვას მოლაპარაკებებით ცდილობს: FT

8 საათის-ის წინ
საბანკო დავალიანება, ვადაგადაცილება, სესხი, შავი სია

1 მაისისთვის მსესხებელთა საბანკო დავალიანება 21%-ით არის გაზრდილი: კრედიტინფო

9 საათის-ის წინ

ჩვენ შესახებ

Business Research Group არის გუნდი, რომელიც აანალიზებს ბიზნესისთვის მნიშვნელოვან მოვლენებს და აუდიტორიას გადამოწმებულ და დაბალანსებულ ინფორმაციას უზიარებს

Loading

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
  • უძრავი ქონება
  • დასაქმება

კონტაქტი

  • brgroup.ge@gmail.com
Facebook Linkedin Twitter Youtube Tiktok

მასალის გამოყენების წესები

ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა brg.ge-ის ინტელექტუალური საკუთრებაა. სხვა მედიასაშუალების მიერ მისი გამოყენება ციტირების მიზნით შესაძლებელია შესაბამისი ბმულისა და წყაროს მითითებით. მასალის მთლიანად გამოყენების სურვილის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: brgroup.ge@gmail.com

2025 All Rights Reserved

შედეგი ვერ მოიძებნა
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • ბიზნესი
  • ეკონომიკა
    • სოფლის მეურნეობა
  • ბანკები და ფინანსები
  • საზოგადოება
    • Business Story
    • გამოკითხვები
    • კვლევები
  • უძრავი ქონება
    • იყიდება/ქირავდება
      • საცხოვრებელი
      • კომერციული
      • მიწის ნაკვეთი
  • დასაქმება
    • Sfero.ge-ის ვაკანსიები
  • ka
    • en
    • ka

Developed By Web Features 2024 All Rights Reserved