კატარის შეიხმა ჯასიმ ბინ ჰამად ალ-ტანიმ ინგლისური საფეხბურთო კლუბის – მანჩესტერ იუნაიტედის 100%-იანი წილის შესაძენად საკუთარი შეთავაზება $7,53 მილიარდამდე გაზარდა. ამის შესახებ The Guardian წერს.
გამოცემა მაისში იტყობინებოდა, რომ შეიხმა კლუბის ამჟამინდელ მფლობელს – გლეიზერის ოჯახს $6,85 მილიარდი შესთავაზა.
მაგრამ გლეიზერის მემკვიდრეებმა კლუბის სანაცვლოდ 6 მილიარდი ფუნტი სტერლინგი მოითხოვეს, რაც დაახლოებით $7,5 მილიარდია.
გამოცემა წერს, რომ კატარის შეიხი და მისი მრჩევლები გაჭიანურებული მოლაპარაკებებით იმედგაცრუებულნი არიან.
მანამდე Daily Mail წერდა, რომ 2023 წლის თებერვალში კლუბი დაახლოებით $4,8 მილიარდად შეფასდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბის ყიდვა ბრიტანელ მილიარდერ ჯეიმს რეტკლიფსაც სურს.
ხოლო Sky News იუწყებოდა, რომ მანჩესტერ იუნაიტედის შეძენას ამერიკული საინვესტიციო კომპანია Carlyle-იც განიხილავდა.
მანჩესტერ იუნაიტედის გაყიდვა შეიძლება იყოს ყველაზე დიდი სპორტული გარიგება მსოფლიოში.
2022 წელს Forbes-მა მანჩესტერ იუნაიტედი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგში $6,4 მილიარდად შეაფასა.