ისრაელს დაახლოებით $7,8 მილიარდის ვალი დაუგროვდა ომის დაწყების შემდეგ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს..
ამ თანხიდან დაახლოებით $4,15 მილიარდი საერთაშორისო ბაზრებზე დოლარში დენომინირებული ვალია.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტრომ ადგილობრივ ბაზარზე ობლიგაციების გაყიდვის შედეგადაც დამატებით $960 მილიონის ვალი აიღო.
ისრაელის ფინანსური შესაძლებლობები „ხელისუფლებას საშუალებას აძლევს სრულად და ოპტიმალურად დააფინანსოს ყველა საჭიროება“, – განაცხადა ფინანსთა სამინისტრომ.
გაზრდილი ხარჯებისა და შემცირებული გადასახადების ფონზე, ოქტომბერში ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტმა $6 მილიარდი შეადგინა, რაც თითქმის ხუთჯერ მეტია სექტემბრის მონაცემთან შედარებით.
ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ბიუჯეტში დეფიციტი და ვალის მშპ-თან თანაფარდობა 2024 წლამდე კიდევ გაიზრდება.