TBC Capital-ის შეფასებით, ძლიერი სავალუტო შემოდინებების მიუხედავად, ლარის გამყარების ალბათობა ძალზე მცირეა.
TBC Capital-ის მთავარ ეკონომისტს ლარის დამატებითი გამყარების საწინააღმდეგო არგუმენტად მიაჩნია ინფლაციის შემცირება, რაც ბოლო თვეების განმავლობაში აშკარაა. უფრო მარტივად რომ ავხსნათ, ინფლაციის კლებამ, წესით, ხელი უნდა შეუშალოს მომავალში ლარის მკვეთრად გამყარებას.
როგორც მთავარმა ეკონომისტმა აღნიშნა, ლარის კურსი იმაზე მეტად არის გამყარებული, ვიდრე ამის მოლოდინი ჰქონდათ. ლარის კურსის ზრდის მთავარ ფაქტორად რჩება სავალუტო შემოსავლები რუსეთიდან და არა მხოლოდ. ვალუტის ნაკადები გაზრდილია სხვა ქვეყნებიდანაც. ამასთან, საგულისხმოა, რომ ლარი იმაზე მეტად არის გამყარებული, ვიდრე ეს ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოსვლას შეიძლება გამოეწვია.