ინვესტორებმა Binance კრიპტოვალუტის ბირჟიდან 24 საათში $791,6 მილიონის აქტივები გაიტანეს. მათი ეს გადაწყვეტილება შეერთებული შტატების ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისიის (SEC) მიერ Binance-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას მოჰყვა.
კრიპტოვალუტა ethereum-ის გადინებამ Binance-ის პლატფორმებიდან $778.6 მილიონი შეადგინა.
SEC-მა Binance Holdings Inc და მისი დამფუძნებელი ფასიანი ქაღალდების ბაზრის წესების 13 სხვადასხვა დარღვევაში დაადანაშაულა.
ინვესტორებმა $57,5 მილიონზე მეტი გაიტანეს კიდევ ერთი კრიპტოვალუტის ბირჟა Coinbase-დან SEC-ის მიერ მის წინააღმდეგ საჩივრის შეტანის შემდეგ. კომისია Coinbase-ს ბირჟის, ბროკერის და საკლირინგო სააგენტოს რეგისტრაციის გარეშე მუშაობის გამო უჩივის.
ამის გამო, სამშაბათის ვაჭრობის დროს Coinbase Global-ის აქციები 11.8%-ით დაეცა.